საატესტატო გამოცდები

AMC – აბიტურიენტთა მომზადების ცენტრის მიზანია, მოამზადოს უფროსკლასელი მოსწავლეები სასკოლო საატესტატო გამოცდებითვის, ასევე სხვადასხვა სასურველ სასკოლო საგანში. ჩვენი სასწავლო-მოსამზადებელი ცენტრი ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე, შექმნილია მაქსიმალურად კომფორტული გარემო და დასაქმებული არიან მაღალკვალიფიციური პრდაგოგები, პროფესორ–მასწავლებლები მრავალწლიანი წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკით, რაც აისახება მათი მოსწავლეების და აბიტურიენტების მაღალ შედეგებზე სხვადასხვა ოლიმპიადასა და საატესტატო გამოცდაზე. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტებით. ჩვენი პედაგოგები მოსწავლეებთან მუშაობენ როგორც ინდივიდუალურად მორგებული, ასევე განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი სასწავლო პროგრამის მიხედვით.

აბიტურიენტთა მომზადების ცენტრში: (AMC)
• სწავლის დაწყებამდე ტარდება ტესტირება, რომლის მიზანია დაიგეგმოს სასწავლო კურსი მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
• თითოეულ საგანში ხშირად ტარდება ტესტირება, რომელიც სრულად შეესაბამება გამოცდების სამინისტროს მიერ გამოცდებისთვის დადგენილ სტანდარტებს.
• მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე საგანი
• მეცადინეობები თითოეულ საგანში ტარდება კვირაში 2-ჯერ, საჭიროების შემთხვევაში 3-ჯერ.
• გაკვეთილის ხანგრძლივობა ერთი საათი.
• მეცადინეობა ტარდება 3-5 კაციან ჯგუფებში.
• სწავლის ღირებულება შეადგენს თვეში 50 ლარს.
ორი ან რამდენიმე საგნის არჩევის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლების სისტემა