საერთო სამაგისტრო გამოცდა

სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრი AMC მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებს სთავაზობს საერთო სამაგისტრო გამოცდის მოსამზადებელ კურსს (წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა).
ჩვენ მიერ შემოთავაზებული პროგრამა დაეხმარება მსმენელს იმ აუცილებელი ცოდნის მიღებაში, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ სტანდარტებს. ჩვენთან წარმატებულ სწავლებას უზრუნველყოფს პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი, რომელსაც აქვთ შესაბამისი უნარები და ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

კურსი შედგება ორი მოდულისაგან:
1. ვერბალური კომპონენტი (ანალიტიკური წერა, წაკითხულის გააზრება და ლოგიკური მსჯელობა) ,
2. რაოდენობრივი კომპონენტი (რაოდენობრივი მსჯელობა).
მსურველებს შეუძლიათ, აირჩიონ საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის მოსამზადებელი როგორც სრული კურსი, ასევე მათთვის სასურველი რომელიმე (ვერბალური ან რაოდენობრივი) კომპონენტი.

სრული კურსის ღირებულება შეადგენს თვეში 200 ლარს. (თითოეული კომპონენტი 50 ლარი) სრული კურსის არჩევის შემთხვევაში მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 4-ჯერ (1 საათი), (შესაძლებელია თქვენთვის მისაღები გრაფიკის შემუშავება).