ჩვენს შესახებ

„აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი AMC“ დაარსდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს ბაზაზე. ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, წარმატებით ჩააბარონ საატესტატო გამოცდები, ერთიანი ეროვნული გამოცდები და საერთო სამაგისტრო გამოცდები. გააკეთონ სწორი არჩევანი და სწავლა მათთვის სასურველი მიმართულებით გააგრძელონ. ცენტრი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე კვალიფიციური და სერტიფიცირებული პროფესორ-მასწავლებლებით. ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმაოდგენს ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა მისაღები ფასების შეთავაზებით. სწავლება ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამას და მოთხოვნებს. ცენტრში პერიოდულად ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების იმიტირებული ტესტირებები, რომელიც ეფუძნება naec-ის მიერ შემუშავებულ ტესტებს.