Наша Абхазия Грузия Online Бизнес Грузия
ოჩამჩირეში არქეოლოგიური გათხრები დაიწყება

„აგვისტოდან ოჩამჩირეში, სადაც ბერძნული კოლონიზაციის, რომის იმპერიის, ბიზანტიელი და გენუელი ვაჭრების კვალი არის დაფიქსირებული, არქელოლოგიური გათხები დაიწყება.“ წერს „ აპსნიპრესი“.

როგორც სააგენტო მიუთითებს, გათხრები ორგანიზებული იქნება სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისა და რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელშეწყობით.

„გათხრები ჩატარდება აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმრთველოს პატრონაჟით, რომელიც არა მარტო მზად არის საჭირო დახმარება აღმოუჩინოს არქეოლოგებს, არამედ გააკონტროლოს კიდეც არქეოლოგიური გამოკვლევების მიმდინარეობა.“წერს „კავკაზნიუსი“.

გამოცემის თანახმად, ეს პროექტი გათვლილია“ სანკტ-პეტებურგის მთავარი უნივერსიტეტის , ასევე მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მუდმივი, სტაცონარული ბაზის შესაქმნელად. „

როგორც სააგენტო მიუთითებს, ეს ბანაკი ყველა თანამედროვე მოთხოვნებს დააკმაყოფილებს..
„ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზი მცნიერები“,- წერს გაზეთი „რესპუბლიკა აბხაზია“.