![]() |
|||||||||||||||||||||||||||
|
იგორ შუვალოვი სერგეი ბაღაფშს შეხვდა
რუსეთის ვიცე პრემიერი იგორ შუვალოვი სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს, სერგეი ბაღაფშს შეხვდა. "შეხვედრაზე განიხილეს სოციალ-ეკონომიკურ სფეროში რუსეთისა და აფხაზეთის თანამშრომლობის გაღრმავების, ორმხრივი ურთიერთობების სხვა საკითხები", - განაცხადეს პრესსამსახურში. აქვე აღნიშნეს, რომ შეხვედრას, ბაღაფშთან ერთად, სოხუმის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. რუსთის ფედერაციის მთავრობამ ორიოდე კვირის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წელს სოხუმს 700 მილიონ რუბლის კრედიტი გამოუყოს. კრედიტს სოხუმი ორ ტრანშად მიიღებს და წელიწადში 2,5%-ს გადაიხდის. იგორ შუვალოვი 30 ივლისს ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც ცხინვალის რეჟიმის პირველ პირებს შეხვდა და რეგიონში მიმდინარე აღდეგნითი სამუშაოები შეამოწმა. |
||||||||||||||||||||||||||