Наша Абхазия Грузия Online Бизнес Грузия
აფხაზეთის განათლების სამინისტრო და „მრავალეროვანი საქართველო“ თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ

ხვალ, 26 ივნისს, 11:00 საათზე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი და არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო“–ს დირექტორი რიტა პროკოპენკო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ.

მემორანდუმის თანახმად, „მრავალეროვანი საქართველო“ და განათლების სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამებს განახორციელებენ.

პროექტის ფარგლებში საზაფხულო სკოლა გაიხსნება, სადაც აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 19 წლამდე დევნილ მოზარდებს 5 ივლისიდან 30 აგვისტომდე ინგლისური ენის უფასო კურსების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

კურსდამთავრებულებს შესაბამისი ხარისხის სერთიფიკატები გადაეცემათ.

მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი ¹42.