![]() |
|||||||||||||||||||||||||||
|
დღეს აფხაზეთისა და საქართველოს მთავრობის წევრებმა, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა პატივ
17 წლის წინ 15-16 მარტს სოხუმის მისადგომებთან უთანასწორო ბრძოლა გაიმართა ქართულ არმიასა და შეტევაზე გადმოსულ რუსული ჯარის ნაწილებს შორის. ქართულმა არმიამ შეტევა წარმატებით მოიგერია და საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა სოხუმი მომხდურისაგან. სწორედ მარტის ბრძოლების დროს გმირულად დაღუპული ადამიანების ხსოვნისათვის პატივის მისაგებად შეიკრიბნენ გმირთა მოედანზე აფხაზეთისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები , ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები . მათ ყვავილების გვირგვინებით შეამკეს მემორიალი და ერთხელ კიდევ მოიგონეს ის ადამიანები, რომლებმაც მარტის იმ დღეებში გმირული სულისკვეთება და თავდადება გამოავლინეს. “ამ დღეს, 17 წლის წინ, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სერიოზულ გამარჯვებას მიაღწიეს, რა თქმა უნდა, ეს დღე მნიშვნელოვანია მთლიანად საქართველოსთვის, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, რადგან საუბარია სამხედრო გამარჯვებაზე. ეს მაგალითი, ეს მოვლენა არის ის ფსიქოლოგიური და სულიერი საფუძველი, რაზეც ჩვენ ვაგებთ ჩვენი სამხედრო ძალების აღმშენებლობას და რაც გვისახავს იმედს, რომ ჩვენ გვეყოლება ძლიერი, ეფექტური და სამშობლოს დასაცავად ყოველთვის მზადმყოფი შეიარაღებული ძალები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას თქმით კი, ეს თარიღი მთელი საქართველოსთვის ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს. „1993 წელს, ჩვენმა ღირსეულმა მამულიშვილებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს, რომელიც გაცილებით უფრო მეტი ძალებით იყო მობილიზებული” ,-აღნიშნა ბარამიამ. ”მე მინდა ერთხელ კიდევ პატივი მივაგო მათ ხსოვნას. დაე, იცოდნენ ჩვენმა მტრებმა, რომ ასეთი ღირსეული მამულიშვილები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან და ისინი არასდროს არ დაეჩოქებიან ოკუპანტებსა და ჩვენს მტრებს”,- განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ. ”ჩვენთვის და მომავალი თაობისათვის ამ ადამიანების გმირობა ყოველთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივაცია იქნება იმისათვის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის ძლიერებისა და განვითარებისათვის”,- განაცხადა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა. მემორიალთან სასულიერო პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადეს. სოხუმის მისადგომებთან მომხდარი შეტაკება და ამ ბრძოლის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს დღეს კულტურის ცენტრ ”მუზაშიც” , სადაც ომის ვეტერანებს უმასპინძლეს და სპეციალურად მათთვის წარმოადგინეს ომის თემაზე შექმნილი თეტრალიზებული სანახაობა. ღონისძიებაზე აფხაზეთის ომის ვეტერანებმა წინადადება წამოაყენეს, რომ 16 მარტი ვეტერანთა დღედ გამოცხადდეს. |
||||||||||||||||||||||||||