Наша Абхазия Грузия Online Бизнес Грузия
ომში დაღუპულთა ოჯახების პროტესტი

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეიკრიბნენ და სპეციალური განცხადება წაიკითხეს. ისინი მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერ ზურაბ ნოღაიდელისა და დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ კურსს აპროტესტებენ და მოსკოვში მათს ვიზიტებს ომში დაღუპულთა შეურაცხყოფად აფასებენ.

ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა მუხათგვერდის სასაფლაოდან გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.