Наша Абхазия Грузия Online Бизнес Грузия
კობა სუბელიანმა სტიქიისგან დაზარალებული ოჯახები მოინახულა

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, კობა სუბელიანმა წეროვანში სტიქიისგან დაზარალებული ოჯახები მოინახულა.
სუბელიანის განცხადებით, სტიქიის შედეგების აღმოფხვრა უახლოეს მომავალში დაიწყება.
“ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ამისთვის აქტიურად მუშაობს. ყველა ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით, ხოლო იმ სახლებიდან, სადაც ცხოვრება შეუძლებელია და საყოფაცხოვრებო პირობები აღარ არსებობს, ოჯახებს დროებით გადაიყვანენ. მას შემდეგ, რაც მათი სახლები მოწესრიგდება და გასუფთავდება, ისინი დაუბრუნდებიან საკუთარ სახლებს”, - განაცხადა კობა სუბელიანმა.
წეროვანში წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად ათეულობით სახლი დაიტობრა. ბევრი სახლი საცხოვრებლად უვარგისია.