Наша Абхазия Грузия Online Бизнес Грузия
დღეს საქართველოს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი.
დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგება შეხვედრა საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რომლის დასრულების შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
17 მარტს მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგივნით შემაკობს. დაესწრება ქართულ-სლოვაკური ბიზნესფორუმის გახსნას. ამავე დღეს მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან კობა სუბელიანთან ერთად წეროვანის დასახლებას და იქ არსებულ სასწავლო ცენტრს ეწვევა, შეხვდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სლოვაკ დამკვირვებლებს.
მიროსლავ ლაიჩაკი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან.