![]() |
|||||||||||||||||||||||||||
|
სტიქიამ სოფელ კარალეთში დევნილთა დასახლებებიც დააზიანა
გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა გორის რაიონის სოფლებსაც. ადიდდა მდინარე მეჯუდა. სტიქიის შედეგად დაზარალდა სოფლები თიწნისი და რეხა. ყველაზე მეტად არის დაზიანებული სოფელ კარალეთში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილები. მდინარის კალაპოტის მიმდებარე სახლების პირველი სართულები მთლიანად დატბორილია. მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში სარდაფებიდან ზამთრის მარაგის გადარჩენას ცდილობდა. წვიმამ პრობლემა შეუქმნა ხაშურსაც, სადაც მდინარე სურამულა ადიდდა. ნიაღვრები მოდიოდა მთელი ღამის განმავლობაში ქალაქ გორის ქუჩებშიც. |
||||||||||||||||||||||||||