![]() |
|||||||||||||||||||||||||||
|
The Times-პუტინი კრემლში დაბრუნებას და სსრ კავშირის აღდგენას ფიქრობს
ვლადიმერ პუტინი აგრძელებს ევრაზიული იმპერიის შექმნის შესახებ ოცნების განხორციელებას. წერს The Times-ი. გამოცემის აზრით, პუტინი კრემლში დაბრუნებაზე ფიქრობს , ხოლო საბჭოთა კავშირი თანდათანობით აღსდგება.როგორც კორესპონდენტი ტონი ხელპინი აღნიშნავს,” ამის ახალი მტკიცებულებაა პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის იგორ შუვალიოვის მიერ შემოტანილი წინადადება- გაუქმდეს რუსული რუბლი და რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსისათვის შემოტანილი იქნას ერთიანი ვალიუტა. ამასთან, სტატიის ავტორი მკითხველს შეახსენებს, რომ სამმა სახელმწიფომ უკვე შექმნა საბაჟო კავშირი. ”თუ საბაჟო კავშირს უკრაინაც შეუერთდება, მაშინ ევროკავშირის საზღვრიდან ჩინეთამდე გადაჭიმული იქნება საერთო ეკონომიკური სივრცე 213 მილიონიანი მოსახლეობით , რომლის ცენტრი მოსკოვში იქნება. პუტინს გაუჩნდება ევროსა და დოლარის საპირწონე- რეგიონალური სარეზერვო ვალიუტა და ყოფილი სსრ კავშირის რესპუბლიკებს გაუძნელდებათ წინა აღუდგნენ ერთიანი ვალიუტისა და ეკონომიკური სივრცის მიზიდულობას.”-წინასწარმეტყველებს ჟურნალისტი. როგორც ტონი ხელპინი აღნიშნავს, ამასთან ერთად პუტინს მალე შანსი ექნება ბელორუსისა და ყაზახეთის რეჟიმებიც დაინორჩილოს. ლუკაშენკოს მომავალი წლისათვის ეწურება საპრეზიდენტო ვადა, ხოლო 69 წლის ნაზარბაევს თვალსაჩინი მემკვიდრე არ ჰყავს.” შესაძლოა, ორივე ქვეყანა იძულებული გახდეს, ფორმალური დამოუკიდებლობის სანაცვლოდ კრემლს დაემორჩილოს, როგორც ევრაზიული კავშირის წევრი და ეროვნული ვალუტები მოსკოვის კონტროლის ქვეშ შეიყვანოს.”- წერს ჟურნალისტი. |
||||||||||||||||||||||||||