![]() |
|||||||||||||||||||||||||||
|
წეროვანში დევნილთა ათეულობით სახლი დაიტბორა
წეროვანში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ათეულობით სახლი დაიტბორა. მოსახელობას პირუტყვი და ფრინველი დაეხოცა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, ცეზარ ჩოჩელმა აცნობა.მისივე ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა მცხეთაში, დაიტბორა წილკანიც. “მცხეთაში ჩამოწოლილმა მეწყერმა გზა ჩაკეტა, თუმცა მთელი ღამე ვიმუშავეთ და ამ დროისთვის გზა გაწმენდილია. წილკანსა და წეროვანში კი, ამ დრომდე რთული ვითარებაა”, - აღნიშნა ჩოჩელმა და დასძინა, რომ მიმდინარეობს დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა. “გარდა ამისა, დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა გუდაური-კობი საავტომობილო გზის მონაკვეთი. სტეფანწმინდამდე გზის გაწმენდა ვერ ხერხდება”, - განაცხადა ჩოჩელმა. |
||||||||||||||||||||||||||