Наша Абхазия Грузия Online Бизнес Грузия
აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები დღეს სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ

აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, პოლიტიკოსების მიერ ჯარისკაცების ხსოვნის შეურაცხყოფის საპასუხოდ, მუხათგვედრის ძმათა სასაფლაოზე დღეს სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.
როგორც ჟურნალისტებს ომში დაღუპული ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილის დედამ მარინა გზირიშვილმა განუცხადა, ისინი ეხმაურებიან იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ რუსეთში გახშირებული ვიზიტები აქვთ.
‘’მხედველობაში გვყავს ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი, მათი ქმედებები დაღუპული ჯარისკაცების შეურაცხყოფაა და ჩვენ მათ პოლიტიკას გავაპროტესტებთ’’, - განაცხადა მან.
დაღუპული ჯარისკაცის დედა მოუწოდებს პოლიტიკოსებს, გონს მოეგონ, რათა საქართველო ომის საფრთხის წინაშე ხელახლა არ აღმოჩნდეს.
მუხათგვედრის სასაფლაოდან ჯარისკაცთა ოჯახის წევრები გმირთა მოედანზე გამოემართებიან, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.