![]() |
|||||||||||||||||||||||||||
|
აფხაზეთის მთავრობის წევრები დაღუპულ გმირებს გაიხსენებენ
აფხაზეთისა და საქართველოს მთავრობის წევრები, დღეს, 13:30 საათზე, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ და მათ ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივს მიაგებენ. 1993 წლის 16-17 მარტს აფხაზეთში, მდინარე გუმისთასთან საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შემოტევა წარმატებით მოიგერიეს. ამ ბრძოლებს არაერთი მამულიშვილის სიცოცხლე შეეწირა. დღესვე, 15:00 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ ”მუზაში”, 16-17 მარტის საბრძოლო ოპერაციისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული წარმოდგენა “მიტომ გაგვზარდა დედამა” გაიმართება. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. საღამოზე სამხედრო ოპერაციის მონაწილე ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები არიან მიწვეულნი. |
||||||||||||||||||||||||||