Наша Абхазия Грузия Online Бизнес Грузия
საქართველოს დღეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

საქართველოს დღეს პოლონეთის პრემიერ- მინისტრი დონალდ ტუსკი ეწვევა.
პირველ შეხვედრას დონალდ ტუსკი 11:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან გამართავს. ამის შემდეგ პოლონეთის პრემიერი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
12:15 საათისთვის დონალდ ტუსკი, სასტუმრო `თბილისი მარიოტში~ საქართველოში ევროკავშირს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება, რის შემდეგაც სტუმარი მცხეთაში გაემგზავრება, სადაც ჯვრის მონასტერსა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.
17:00 საათისთვის, “თბილისი მარიოტში” იგეგმება პრეზენტაცია რეგიონული განვითარების საკითხებზე , შემდეგ კი პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა გაიმართება. დღის ბოლოს, 19:30 საათზე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილი და დონალდ ტუსკი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
პოლონეთის პრემიერ მინისტრი საქართველოს 12 მარტს დილით დატოვებს.