![]() |
|||||||||||||||||||||||||||
|
ჟოაო სუარესი ქართველ ექსპერტებს შეხვდა
საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟოაო სუარესი ქართველ ექსპერტებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხო საქართველოში დეოკუპაციის მიმართულებით ეუთოს როლს და ეუთოს მისიის აღდგენის საკითხს. “ყველა ქვეყანა, რუსეთის გარდა, თანახმაა, რომ მისია აღდგეს და გაგრძელდეს. იყო ლაპარაკი, რომ მისიის არსებობა მნიშვნელოვანია კონფლიქტურ ზონებში ადამიანის უფლებათა საკითხების მონიტორინგთან დაკავშირებით”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა. |
||||||||||||||||||||||||||