![]() |
|||||||||||||||||||||||||||
|
დიტერ ბოდენმა სოხუმში ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა
შვიდწლიანი შესვენების შემდეგ აფხაზეთში ისევ ჩავიდა გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი, რომელსაც 1999-2002 წლებში საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენლის პოსტი ეკავა. ამის შესახებ ”კავკაზსკი უზელის აფხაზი კორესპონდენტი ანჟელა ქუჩუბერია წერს.კორესპონდენტის თქმით, დიტერ ბოდენმა ”რესპუბლიკის წარმომადგენლებთან შეხვედრისას” ხაზი გაუსვა ჟენევის დისკუსიებში ”რესპუბლიკის მონაწილეობის” მნიშვნელობას. როგორც ავტორი მიუთითებს, ამჟამად დიტერ ბოდენი აფხაზეთში ჩავიდა მეცნიერის, პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორის რანგში, რომელიც აფხაზური უნივერსიტეტის რექტორმა გია გვარამიამ მიიწვია. დიპლომატი თავისი ვიზიტის პირველ დღეს უკვე შეხვდა ამ სასწავლებლის სტუდენტებს და წაიკითხა ლექცია საერთაშორისო პრობლემების თემაზე. დიტერ ბოდენმა სტუდენტებთან შეხვედრას ”ძალიან საინტერესო” უწოდა, შემდეგ შეხვედრა ჟურნალისტების გარეშე მიდინარეობდა. როგორც აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, შეხვედრის დროს განხილულ იქნა საკითხები, რომლებიც შეეხებოდა ჟენევის დისკუსიებსა და სიტუაციას კოდორის ხეობაში. დიტერ ბოდენმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიის პროცესში ჯერკჯერობით მცირე პროგრესია მიღწეული, ჟენევის ფორმატი მაინც მნიშვნელოვან ფორუმად რჩება საერთო პრობლემების განხილვისათვის. |
||||||||||||||||||||||||||